სოსო მეზვრიშვილი
პოლიტიკა თუ ომი?!
თანამედროვე სამყაროში პოსტმდერნიზმმა ყველა სფეროსა და ინსტიტუტზე იქონია გავლენა და შეცვალა მათი ტრადიციული გაგება. ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტია ჯარი, რომელიც ათეული საუკუნეების მანძლზე მახვილითა და შემდგომ იარაღით ხელში იბრძოდა. თუმცა თანამედროვე ეპოქაში ღია საომარი მოქმედებები საინფორმაციო ომმა ჩაანაცვლა. იგი ხორციელდება მედიის, პროპაგანდის, საიდუმლო სამსახურის და სხვადასხვა ფარული ქმედებების საშუალებით. ომის ეს სახეობა ცნობილია როგორც ჰიბრიდული მეთოდი, თუმცა ანალიტიკოსები, ხშირად ამ მეთოდს საინფორმაციო ომსაც უწოდებენ. ეს არის ახალი თაობის ომი, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი ძალა და ფარული ძლიერი გავლენა საზოგადოებაზე ვიდრე ეს ომის ტრადიციულ ფორმებს გააჩნიათ.
ჰიბრიდულმა ომმა განსაკუთრებული ყურადრება 2014 წლის უკრაინის მაიდნის მოვლენების შემდგომ მიიპყრო. სწორედ 2014 წელს გამოვლინდა მსოფლიოს მასშტაბით ჰიბრიდული საფრთხეები სხვადასხვა ქვეყნებში, რომლის უკანაც უმეტეს შემთხვევაში, რუსეთი ან რუსული ინტერესები იკვეთებოდა. თავისი არსით ჰიბრიდული საფრთხეები სამ ნაწილად იყოფა - ფარულ; ფარულ აგრესიულ და ღია აგრესიულ მოქმედებებად.

ჰიბრიდული ბრძოლის მთავარი მიზანი საზოგადოებაში სკეპტიციზმის დამკვირდრებაა. ამ მიზნის მისაღწევად, რუსული მედია წყაროები და მათთან დაკავშირებული სააგენტოები ყოველდღიურად ავრცელებენ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას, ან აშუქებენ მოვლენებს იმგვარად, როგორც ეს მათ აწყობთ. ჰიბრიდულ ომში ძირითად სამიზნეს დასავლეთი დასავლური ღირებულებები და დემოკრატიული ინსტიტუტები წარმოადგენს.
დასავლელ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ომის ეს სახეობა არ არის ახალი და ის საუკუნეებს ითვლის. ამ მეთოდს ძველ ეპოქაში მითების შექმნით და ,,ჭორების" გავრცელების სახე ჰქონდა.

საქართველოს ისტორიული ნარატივი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან მოყოლებული, აჩვენებს, რომ მითები ,,ერთმორწმუნე რუსეთისა" და ,,მეგობარი და დამცველის" იმ დროსაც საკმაოდ აქტუალური იყო.

ისტორიული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ ეს მითები არ ემთხვევა რუსეთის რეალურ პოლიტიკას და ამის ნათელი მაგალითებია, რუსეთის მიერ საქართველოს ავტოკეფდალიის გაუქმება, წარმოგზავნილი ეგზარქოსების მხრიდან გაძარცვული ქართული ეკლესია-მონასტრების სიწმინდეები, ძვირფასეულობა აყარილი ხატები, ქართული ტიპიკონის მორგება რუსულზე და ქართული ორიგინალების განადგურება და ა.შ.

სწორედ ეს ფაქტები შეიძლება ჩაითველოს ჰიბრიდული ომის ელემენტებად რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებდა. დღეს მსგავსი ნარატივები გლობალურ ჭრილში და უფრო დახვეწილი სახით გვხვდება.
იმის დასადგენად, თუ რადმენად ადვილია ქართველი სტუდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებითვის დეზინფდორმაციის აღმოჩენა, ჩავატარეთ ინტერნეტ კვლევა (გამოიკითხა 380-ზე მეტი რესპონდენტი). შევეცადეთ გაგვერკვია თუ როგორია მათი მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ და რა განსსხვავებაა ძველ და ახალ დეზინფორმაციებს შორის.

კვლევის შედეგები ნათელს ხდის, რომ მონაწილეთა არც თუ ისე არც ისე მარტივია ცრუ ინფორმაცის ნამდვილისგან გამიჯვნა, ხოლო დეზინფორმაციის გავლენის ნიშნული საკმაოდ მაღალია. მოქალაქეებში განსაკუთრებით მაღალი მიმღებლობით ახალი ცრუ ინფორმაციები სარგებლობს. კერძოდ რაც უფრო ახალია დეზინფდორმაცია მით უფრო მეტი ნდობა აქვს მას, ხოლო რაც უფრო ძველია მით უფრო დაბალია მიმღებლობა. მსგავს შედეგებს აჩვენებს ჩვენს მიერ ჩატარდებული ქუჩის გამოკითხვაც სადაც რესპონდენტებს რამდენიმე მოცემული დებულებებიდან დეზინფორმაციის ამოცნობა ვთხოვეთ.
საქართველოს რეალობას რაც შეეხება, უნდა აღინიშნოს 2008 წელს ომამდე და ომის დროს განხორციელებული ჰიბრიდული შეტევები. დღეს გაცილებით ნათელია ის ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრამდე, ხოლო მოგვიანებით საომარ მოქმედებებთან ერთად განახირციელა.

ჩვენი ქვეყანა პირველი, საცდელი პოლიგონი აღმოჩნდა რუსეთისათვის ჰიბრიდული ომის სამივე სახეობის ქმედებების გამოსაცდელად. ხორციელდებოდა ფარული ქმედებები საიდუმლო აგენტების ჩანერგვითა და მედია საშუალებებზე რუსული გავლენის მოსაპოვებლად, ასევე ხდებოდა პრორუსული ძალების მხარდაჭერა, ხოხციელდებოდა ფარული აგრესიული ქმედებები - ტერორისტული აქტები - გორში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების აფეთქება

ჰიბრიდული ომის ელემენტების წარმატებით განხორციელების შემდეგ რუსეთი ღია ქმედებაზე გადავიდა. ღია ქმედება 2008 წლის აგვისტოს ომი იყო.

საქართველოს შემდეგ რუსეთმა 2014 წელს ,,უზადოდ" შეასრულა ყირიმის ანექსიის ოპერაცია და მას შემდეგ წარმატებით იყენებს ჰიბრიდული ბრძოლის სტრატეგიას.

რუსეთი აფასებს ოპერაციის ჩავარდნის საფრთხეს და თუ ოპერაციის ჩავარდნის რისკი, მისი დროებითი ეფექტის მაჩვენებელზე მაღალია, მაშინ რუსეთი მოქმედებას იწყებს.
რუსული ჰიბრიდული პოლიტიკის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად შგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთის თავზე ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული su-25-ის ჩამოგდება ამერიკული F-16-ის მიერ. ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევის შემგედ რუსეთმა ალიანსისგან მხოლოდ გაფრთხილება მიიღო, რაც რუსეთმა საინფორმაციო კამპანიად აქცია ნატოს როგორც სამხედრო ალიანსის "უსუსურობის" და დასავლური ინდტიტუტების გაუმართაობის წარმოსაჩენად.

რუსეთის მეორე მცდელობა დაეღვია ევროატლატიკური გაერთიანების საჰაერო სივრცე, ამერიკული F-16-ის მიერ su-25, - ის განადგურებით დასრულდა, რის შემგომაც ნატოს საჰაერო სივრცე რუსეთს აღარ დაურღვევია და აპელირებაც შეწყვიტა ამ მხრივ.

ეს მაგალითი კარგად აჩვენებს რუსეთის რისკების შეფასების მეთოდს. რამდენად უღირს ის ფინანსური თუ ადამიანური დანაკარგი რაც მის ქმედებებს მოყვება და რამდენად მეტი გავლენა შეუძლია მოიპოვოს თავის ,,სამოქალაქო არმიაზე" რომელიც გაბნეულია მსოფლიოს მასშტაბით თავისი დეზინფორმაციული და მართული მედიით იგებს მათ გულებს და ზრდის გავლენას მათზე.

საბოლოოდ უნდა აღინიშნოს ის, რომ ნატო და ევროკავშირი ბოლო წლებში უფროდაუფრო მეტი სიმტკიცით დგანან რუსული ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ და ებრძვიან დეზინფორმაციას. ევროკავშირმა შექმნა უჯრედული თავდაცვის სტრატეგია, რაც გულისხმობს ყველა საჯარო სტრუქტურაში შესაბამისი სამსახურის არსებობას, რომელიც მისთვის განკუთვნილ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე იქნება მიმართული, რაც საკმაოდ ეფექტურია და ამჟამად ინერგება ევროკავშირის წევრ სახელმიფოებში. თუმცა მიუხედავად ამისა პარალელურად საჭიროა, ჩვენი, მოქალაქეების მედიაწიგნიერების გაზრდა, რადგან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური და უკეთ გაანალიზებული ყოველდღიური რეალობა.

This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website